„მიყვარხარ და შენთან ერთად მინდა“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი წერს და შვილს მიმართავს.
ემოციურ მიმართვაში ქართველი ემიგრანტი წერს, რომ შვილი ძალიან ენატრება.
„არავის ვუნდოდი, ცხოვრების მუწუკივით ვგრძნობდი თავს… ახლა ვგრძნობ, რომ თითქოს შვილმაც დამტოვა… მინდა ვუთხრა – დე ძალიან მენატრები ჩამოდი რა, მე რომ ჩავიდე მეშინია უარით უკან არ გამომაბრუნოს“ – ცისნამი საყვარლიშვილის ემოციური ვიდეო, ქართველი ემიგრანტის ამაღელვებელი ისტორია
ქართველი ემიგრანტი ბიოლოგიურ დედაზე საუბრისას ემოციებს ვერ მალავს.
ცისნამი საყვარლიშვილი „ფეისბუკში“ შვილის ვიდეოს ავრცელებს:
„მომენატრე იკაკო! შენს გარშემო რატომ არავინ არ არის ჭკვიანი ადამიანი, რომ გითხრას დედასთან არ კონტაქტი და ურთიერთობის არ ქონა შენზეც ცუდად აისახება. მარტო მე არ მავნებ, საკუთარ თავსაც ავნებ შვილო. მიყვარხარ და შენთან ერთად მინდა“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
სოციალური ქსელის მომხმარებლის კითხვაზე,თუ სად არის მისი შვილი, ქართველმა ემიგრანტმა უპასუხა, რომ თბილისშია:
„მამასთან არ არის. მამამისი ფილადელფიაშია! ნეტავ მამასთან იყოს. მამის მშობლებთან არის თბილისში“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.