LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერალი ლიკა დოლიძე ზედმეტ 20 კილოს დაემშვიდობა – „სასწორზე ციფრებმა ძალიან შემაშინა“

201
ლიკა დოლიძე

მომღერალი ლიკა დოლიძე ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში, ერთ-ერთი რუბრიკის სტუმარია.

მომღერალი „სარკესთან“ ინტერვიუში ბოლო ერთი წილს განმავლობაში, საკუთარ ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ზედმეტ 20 კილოგრამს დაემშვიდობა.

„წონაში მატება არ იყო განპირობებული ბევრი ჭამით. იყო არასწორი ცხოვრების რეჟიმი, სტრესი. მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა და, მით უმეტეს, როდესაც ოჯახის წევრი გყავს ექიმი, რომელიც ამ პრობლემების მოგვარების პროფესიონალია, ნამდვილად არ მეკადრებოდა, არ მეზრუნა საკუთარ ჯანმრთელობაზე და გარეგნობაზე… დავიკელი 20 კილო…

მთელი ცხოვრება ვთვლი, რომ შემდგარი ქალი ვარ. მაქვს კარგი ოჯახი. მარტო იმიტომაც შემიძლია ვთქვა, შემდგარი ქალი ვარ-მეთქი, რომ ვარ ძალიან მაგარი კაცის ცოლი. მთელი ცხოვრება ჩემ გვერდით არის და ჩემი კედელია. მას ყველანაირი მოვწონვარ, დიდი წონითაც და დაკლებულიც“ – აღნიშნავს ლიკა დოლიძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g