LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერალმა დიანა ღურწკაიამ ქართველების სახელით რუსებს ბოდიში მოუხადა

2278
dianagurwkaia

რუსეთში მოღვაწე მომღერალმა, დიანა ღუწკაიამ ბოდიში მოუხადა “ერთმორწმუნე დებსა და ძმებს, ვისი ღონისძიებაც საქართველოში ჩაიშალა”. ამ განცხადებით მომღერალი რუსულ გამოცემა TASS-სთან თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩაშლას გამოეხმაურა.

“ჩემთან ქუჩაში ადამიანი მოვიდა, რომელიც უნივერსიტეტის ლექტორი აღმოჩნდა და მითხრა, რომ თუ მთავრობას შეგნება და ტაქტი არ ჰყოფნის, მაშინ მას სურს მათ მაგივრად ბოდიშის მოხდა. როგორც ქართველი, მეც ვუერთდები ამ სიტყვებს და ბოდიშს ვუხდი ერთმორწმუნე დებსა და ძმებს, რომელთა ღონისძიებაც ჩაიშალა,” — თქვა ღურწკაიამ.

ამასთან ის ამბობს, რომ ახლხანს იმყოფებოდა საქართველოში და ნახა, რომ “რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და მოსახლეობის უმრავლესობას შორის კოლოსალური განსხვავებაა”.

მართლმადიდებლობის საპარალემენტო ასამბლეა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის სავარძელში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხილვამ საზოგადოების დიდი ნაწილის და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პროტესტი გამოიწვია. საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე უკვე 4 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ, როგორც ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, დაკმაყოფილდება, თუმცა, გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია ნულ პროცენტიანმა ბარიერმა. აქციის მონაწილეთა კიდევ ერთი მოთხოვნა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g