LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მომღერლები სცენიდან არ ჩამოსულან, მეორე დღეს ყველა საუბრობდა, რომ ეს არ იყო ქორწილი, ეს იყო კონცერტი.. ძალიან ბევრი სიურპრიზი იყო“ – როგორ იხსენებენ ანი ღლონტი და თორნიკე მაისურაძე ქორწილის დღეს 

225
Untitled design

ახალგაზრდა მომღერლების წყვილმა, ანი ღლონტმა და თორნიკე მაისურაძემ ოჯახი 8 წლის წინ შექმნეს. როგორ ემზადებოდნენ ქორწილისთვის და რომელი სიურპრიზი დაამახსოვრდათ განსაკუთრებულად ქორწილიდან, წყვილი მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დღეს „შუადღის“ ეთერში იხსენებს:

„ხელი არ მითხოვია.. ერთად გადავწყვიტეთ, რადგან ორივემ ვიცოდით. ზედმეტი მსახიობობა და თეატრალიზებული წარმოდგენა არ გვინდოდა, ძალიან პატარები ვიყავით, ქორწილის საორგანიზაციო საკითხები ოჯახის წევრებს გადავუნაწილეთ.

ძალიან ბევრი სიურპრიზი იყო, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი კი იყო ჩვენი მეგობრების ცეკვა –  ჩემი და თორნიკეს მხრიდან მეგობრები სუხიშვილების მოცეკვავეები არიან, გაერთიანდნენ და საოცარი ცეკვა შეგვისრულეს, რომელიც გამორჩეულად გვახსოვს.

ჩვენ ვიცეკვეთ, მე ძალიან მიყვარს როდესაც ქორწილში ნეფე-პატარძალი ქართულს ცეკვავს, ეს ჩემთვის ძალიან ემოციურია.

სიმღერები, რომლებიც გვქონდა გამზადებული, ვერ ჩავრთეთ, რადგან მომღერლები სცენიდან არ ჩამოსულან, მეორე დღეს ყველა ამაზე საუბრობდა, რომ ეს არ იყო ქორწილი, ეს იყო კონცერტი“, – ამბობს ანი ღლონტი.

 

??‍♀️??‍♂️?ანი ღლონტის და თორნიკე მაისურაძის ქორწილი

??‍♀️??‍♂️?ანი ღლონტის და თორნიკე მაისურაძის ქორწილი

Posted by შუადღე • Shuadge on კვირა, 10 დეკემბერი, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g