დენ ტილერი დიდხანს ეძებდა ბულდოგის ჯიშის ძაღლს ცხოველთა თავშესაფარში, საბოლოოდ კი არჩევანი დიგიზე შეაჩერა, რომელიც დანარჩეებისგან უჩვეულოდ მომღიმარი სახით გამოირჩევა.
ცხოველის მეპატრონის თქმით, მას და მის მეგობარ გოგონას, რომელიც ახალ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად, ოთხფეხა მეგობრის შეძენა სურდათ, ხოლო როდესაც Detroit Dog Rescue-ს ცენტრმა დიგის ფოტო გამოაქვეყნა, მაშინვე გაეშურნენ მის შესაძენად.
ძაღლი ინტერნეტ-სენსაცია გახდა. ტილერის თქმით, დიგი ძალიან სასაცილოა და უყვარს ჩახუტება.
https://twitter.com/DetroitDailyNew/status/740398915455963137