კორონავირუსით მწერალი ვაჟა შაქარაშვილი გარდაიცვალა.
კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა და Facebook-ზე ის წერდა, რომ კოვიდთან ომში ჩაება.
„მომიტევეთ, მეგობრებო! ომში ვარ, კოვიდთან! იმედია, ყველაფერი კარგად იქნება!“ – წერდა მწერალი.
ვაჟა შაქარაშვილი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი იყო. მუშაობდა ჟურნალ-გაზეთებში – „ნიანგი“, „შავი დოსიე“, „ვერსია“, „სრულიად არასაიდუმლოდ“, „კრიმინალური ქრონიკა“, „ევრაზია-ექსპრესი“. არის 46 საავტორო წიგნის ავტორი.