LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მომიწევს დიეტის დარღვევა! თაკო ჩარკვიანმა ხომ ააწიოკა პარლამენტი, ახლა შალვა ნათელაშვილიც დაემატება და აშკარად სამუშაო გარემო გვექნება: ალექსანდრე რაქვიაშვილი

186
აააააააააააააა

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ის და იაგო ხვიჩია თავიდანვე დანიძლავდნენ, შეასრულებდნენ თუ არა საკუთარ სიტყვას თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი – “ის პოლიტიკოსები, რომელთაც პატიოსნებაზე ყველაზე მეტი პრეტენზია აქვთ“.

რაქვიაშვილის თქმით, იაგო ხვიჩია სკეპტიკურად იყო განწყობილი, თავად კი – პირიქით და როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, ნიძლავი იაგო ხვიჩიამ მოიგო.

შალვა ნათელაშვილი – ახლა მიდის პარტიაში მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ პარლამენტში და ავაწიოკოთ

“მზად ვიქნები ეს ნაბიჯი გადავდგა…” – შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავს

აჰა, მოვესწარით იმ დღეს, როცა ნათელაშვილი პარლამენტში შემოსვლას აპირებს, ვისაც ჰგონია, რომ გუგავა ყველგან მივა, მათთვის ალბათ რაღაც შეიცვლება – ზარქუა

„მომიწევს დიეტის დარღვევა! რაც შეეხება „ლეიბორისტების“ მიერ პარლამენტის აწიოკებას, თაკო ჩარკვიანმა ხომ ააწიოკა პარლამენტი, ახლა შალვა ნათელაშვილიც დაემატება და აშკარად სამუშაო გარემო გვექნება. რაც არის, არის – ამ ხალხის უკან პირდაპირ თუ ირიბად მოქალაქეები დგანან, ვისაც ეს ყველაფერი მოსწონს და თუ ადამიანებს საქმის მიმართ ასეთი მიდგომა მოსწონთ, მაშინ რას ვიზამთ?! – პარლამენტი ჩვენი მოქალაქეების პრეფერენციების რეპრეზენტაცია იქნება. ზოგადად, ტრაგიკომიკური სიტუაციაა, როცა პოლიტიკოსები პარლამენტში შესვლა-არშესვლას გმირობად მიიჩნევენ. მთელი წელია ამაზე მიდის დისკუსია და მართლა დასაცინი გავხდით. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და იმედია, ოდესმე დასრულდება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილი აცხადებს, რომ „პირადად მას შალვა ნათელაშვილის გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე არ აწყობდა და იმედი ჰქონდა, რომ ის, როგორც ჩვეულებრივი პოლიტიკოსი, არ მოიქცეოდა და რასაც იტყოდა, შეასრულებდა.

„როგორც ჩანს, პოლიტიკაში მოსულა, რომ ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

პოპულალურები