“ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი ირაკლი ზარქუამ „ლეიბორისტულ პარტიაში“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მსჯელობის დაწყება, დადებითად შეაფასა.
შალვა ნათელაშვილი – ახლა მიდის პარტიაში მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ პარლამენტში და ავაწიოკოთ
ზარქუას თქმით, ეს ფაქტი ამყარებს მოსაზრებას, რომ მათი ბოიკოტი, რეალურად, არ ყოფილა დამყარებული პრინციპებსა და ღირებულებებზე.
„როდესაც შალვას ფანჩატურში იკრიბებოდა ოპოზიცია და ბოიკოტს აცხადებდნენ, მაშინაც ხომ ვამბობდით, რომ ეს შეკრება არ იყო პრინციპებსა და ღირებულებებზე. ხომ ვთქვით, რომ შემოვიდოდნენ და აჰა! მოვესწარით იმ დღეს, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შემოსვლას აპირებს.
ეს პირადად ჩემთვის, უმრავლესობისთვის, მოსახლეობისთვის არაფერს შეცვლის.
თუმცა, იმ გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერებს, ვისაც ჰგონია, რომ შალვა არის მხსნელი და გუგავა ყველგან მივა, მათთვის ალბათ რაღაც შეიცვლება, მათი ხმა გაჟღერდება პარლამენტში. სწორი მიდგომაა, მივესალმები,”-აღნიშნავს ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ საპარლამენტო ბოიკოტმა აზრი დაკარგა და გუნდში დაწყებულია მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით.
“მზად ვიქნები ეს ნაბიჯი გადავდგა…” – შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავს
შეგახსენებთ, გასულ წელს როდესაც ოპოზიციამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა და პარლამენტში შევიდა, „ლეიბორისტული პარტია“, მათ მოუწოდებდა, ეს ნაბიჯი არ გადაედგათ.