LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომხმარებელთა ნაწილი წესებს არ იცავს: „დაიცავით დისტანცია და ატარეთ ნიღაბი, წინააღმდეგ შემთხვევაში მთის კურორტები შეწყვეტს ფუნქციონირებას“

76
160449390-2316710215129075-3303041536348963961-n

მთის კურორტების განვითარების კომპანია საზოგადოებას მიმართავს და რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს.

„საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე არსებული საბაგიროები, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით, სრულფასოვნად ფუნქციონირებს: საბაგიროებში განსაზღვრულია ადამიანთა რაოდენობა, ბადეების საშუალებით მოწყობილია საბაგიროებთან მისასვლელი დერეფნები, სადაც ადამიანთა ნაკადი დაცვის პოლიციის თანამშრომელთა მიერ კონტროლდება. საბაგიროებში ნიღბის გარეშე არცერთი მომხმარებელი არ დაიშვება.

ზემოთ ჩამოთვლილი რეგულაციებიდან, მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი არ იცავს დადგენილ წესებს და საფრთხეში აგდებს არა მარტო საკუთარ, არამედ  ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და დაცვის პოლიციის თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ, რათა სამთო კურორტებზე დაცული იყოს ეპიდემიოლოგიური სტანდარტები და რეგულაციები, რაც აუცილებელია კურორტებზე არსებული საბაგიროების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.

მოგმართავთ თხოვნით, დაიცვათ სოციალური დისტანცია და ატაროთ ნიღაბი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კურორტები შეწყვეტს ფუნქციონირებას!” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g