საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს.
კვლევის თანახმად, 2022 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 5 703.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 123.9%-ით მეტია, იმპორტი კი – 3 028.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 66.2%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2022 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა (3 516.6 მლნ აშშ დოლარი), რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 61.7%-ს შეადგენს, იმპორტში კი – მომსახურების მთლიანი იმპორტის 62.5%-ით – ლიდერის პოზიცია სატრანსპორტო მომსახურებამ დაიკავა (1 891.8 მლნ აშშ დოლარი).
2022 წელს მომსახურების მიმართულებით უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები რუსეთი (981.2 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (688.5 მლნ აშშ დოლარი) და უკრაინა (327.9 მლნ აშშ დოლარი) აღმოჩნდნენ, უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორები კი – თურქეთი (482.0 მლნ აშშ დოლარი), ჩინეთი (204.9 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (204.8 მლნ აშშ დოლარი).