LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომსახურებისა და გლობალური პროექტების შესახებ კონფერენცია ჩატარდება

54

კომპანია „ფაინ ლაიფ გრუპი“ მომსახურებისა და გლობალური პროექტების შესახებ  ბიზნეს კონფერენციას ჩაატარებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს,  „ფაინ ლაიფ გრუპ“-ს კონფერენციაზე წარმოადგენს ხუთი ქვეყნის წარმომადგენლობის დირექტორი, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ კომპანიის საქმიანობასა და იმ პერსპექტივებს, რომლებიც იკვეთება საქართველოს ეკონომიკის მზარდი განვითარების ინვესტირების კუთხით.

ამასთან, კონფერენციის მომხსენებლები ისაუბრებენ იმ გამოცდილებაზე, რომელიც აუცილებელია სწორი საინვესტიციო პაკეტების შესადგენად, ბიზნესპარტნიორების მოსაზიდად ერთობრივი, საქმიანი პროექტების განსახორციებლად- ენერგეტიკის, ტურიზმის, მშენებლობისა და უძრავი ქონების მიმართულებით.

„ფაინ ლაიფ გრუპის“ ინფორმაციით, კონფერენციას დაესწრებიან ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები, ასევე  შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

ცნობისთვის, ”ფაინ ლაიფ გრუპ“-ი წარმოადგენს საერთაშორისო კონსალტინგური კომპანიების ქსელს, რომელიც სთავაზობს  კლიენტებს იურიდიულ და ფინანსურ მომსახურებას სხვადასხვა ქვეყნებში, კერძოდ: კვიპროსში, საბერძნეთში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთში, უკრაინაში და ახლა უკვე საქართველოში.

კომპანია დაფუძნდა 1975 წელს და აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საინვესტიციო პოლიტიკის გლობალური პლატფორმების ანალიზისა და დაგეგმარების საკითხებში, ასევე ეკონომიკის განვითარების, საერთაშორისო, თანამედროვე ტენდენციების, ბიზნეს-ურთიერთობების გამყარების დანერგვისა და განვითარების მიმართულებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g