შინაგან საქმეთა მინისტრის მხარდაჭერად ვებგვერდი argadadge.ge შეიქმნა, რომელსაც საჯარო მოხელეების გარდა, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც შეუერთდნენ. მათ შორისაა თემურ თათარაშვილი.
მომღერლისგან რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფი ცდილობდა, პასუხი მიეღო კითხვაზე – რატომ უჭერდა ის მხარს გახარიას, რაც თათარაშვილმა უპასუხა: “მე მომწონს გახარია, იმიტომ რომ კაცია ყვ..ებიანია”.
შეგახსენებთ, კამპანია “არ გადადგე” მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ყოველდღე ითხოვდნენ.