ყველაზე არაორდინარული და საიდუმლოებით მოცული მონარქი, პრინცესა შარლენი, ისევ მედიის ყურადღების ცენტრშია. ხანგრძლივი გაუჩინარებისა და ოჯახში დაბრუნების შემდეგ, შარლენი ისეც გაქრა. ბოლოს ოფიციალური ფოტო, პრინც ალბერთან ერთად, 15 ივლისს გამოქვეყნდა. მას შემდეგ მეუღლეები ერთად არავის უნახავს, მედია წერდა, რომ მეუღლეები ზაფხულს ცალ-ცალკე ატარებდნენ.
ზაფხულის მანძილზე პრინცი ალბერი 7 წლის ტყუპებთან ერთად რამდენჯერმე გამოჩნდა, თუმცა მათთან ერთად არ იყო შარლენი. ამჯერად მედიის ყურადღება სწავლის დაწყებისკენ არის მიმართული. ყველას აინტერესებს, გამოჩნდება თუ არა პრინცესა შარლენი ტყუპებთან ერთად, სწავლის დაწყების პირველ დღეს.
წლის ,,ფეიკ”-კოცნა – მონაკოს პრინც ალბერისა და პრინცესა შარლენის საჯარო კოცნას ყალბი უწოდეს