LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მონებო” – რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი შეძახილებით გაიყვანეს

437
75419002-582683655832514-4627804931905028096-n

რუსთაველის გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმის ჯგუფმა, ტერიტორია შეძახილების ფონზე დატოვა. რუსთაველის გამზირზე გზა უკვე გახსნილია. თავისუფლების მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე სხედან.

სამართალდამცავებმა კორდონი გააკეთეს, რათა აქციის მონაწილეებმა და ჟურნალისტებმა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე არ გადაინაცვლონ. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს, რომლებიც გზის სავალ ნაწილზე სხედან, გზის გათავისუფლება მოსთხოვა.

 

სპეცრაზმის კოლონა პარლამენტისკენ დაიძრა – სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა პირისპირ

მიუხედავად იმისა, რომ გზა გახსნილია, სავალ ნაწილზე გადაადგილება ამ დროისთვის გართულებულია.

შეგახსენებთ, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს არბევს (ვიდეო)

 

 

ბოლო ინფორმაციით, როგორც ჩვენი კორესპოდენტი ადგილიდან გვატყობინებს, ალეკო ელისაშვილი საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები