პარიზში „ცეზარის“ დაჯილდოვებამდე Cesar Revelation-ის წვეულება გაიმართა, რომელსაც ევროპული კინოს ვარსკვლავები ესწრებოდნენ. ღონისძიების საპატიო სტუმრები მონიკა ბელუჩი, მარიონ კოტიარი და ლილი-როუზ დეპი გახდნენ.
წითელ ხალიჩაზე 54 წლის მონიკა ბელუჩი ბრწყინავდა შავი ფერის შარვალ-კოსტიუმით, რომელიც ბისერებით იყო გაფორმებული და ბელუჩის რომანტიკულ იმიჯს უბრუნებდა. მარიონ კოტიარი კი, ოქროსფერ ანსამბლში იყო გამოწყობილი და მკვეთრი მაკიაჟითა და ორიგინალური ვარხნილობით სექსუალურად გამოიყურებოდა.