გუშინ ვენეციაში „დიორის“ დიდი წვეულება გაიმართა, რომელსაც პალაცო ლაბიოს სასახლეში უმასპინძლეს. ღონისძიების საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ მონიკა ბელუჩი და მისი ახალგაზრდა მეგობარი მამაკაცი ნიკოლას ლეფევრი.
პაპარაცებმა 54 წლის მსახიობი და მისი 36 წლის რჩეული მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ისინი „დიორის“ წვეულებაზე ნავით მიემართებოდნენ. მონიკა ფანტასტიკურად გამოიყურებოდა საღამოს კაბაში, რომელსაც შავი მოსასხამი და თავსაბურავი ამშვენებდა.



