LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონიკა ბელუჩის ულამაზესი ქალიშვილი „დოლჩე და გაბანასს “ არომატის რეკლამაში (ფოტო)

1613
deva-aksel-news5

მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 15 წლის ქალიშვილი უვე მეორე წელია იტალიურ ბრენდთან, „დოლჩე და გაბანასთან“ აქტიურად თანამშრომლობს. ამჯერად დევა კასელი ბრენდის ახალი არომატის, Dolce Shine-ის სახე ხდება. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა 15 წლის ლამაზმანის პირველი ფოტოები, რომელიც ფოტოკამერებთან თეთრი ფერის მაქმანებიან კაბაში პოზირებს. ხელში დევას ულამაზესი ყვავილების თაიგული უჭირავს, თავად რეკლამა კი ამალფის ულამაზეს სანაპიროზეა გადაღებული.

„დოლჩე და გაბანას“ უყვარს ცნობილი დამიანების შვილებთან თანამშრომლობა, მაგალითად 2 წლის წინ მილანის მოდის კვირეულზე ბრენდის ჩვენება ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილმა გახსნა. ასევე სწორედ ბრენდმა გამოიყვანა პოდიუმზე  პირველად გარი ოლდმანის, პამელა ანდერსონის, დენიელ დე ლუისისა და სხვა ცნობილი ადამიანებსი შვილები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g