ლეგენდარული მსახიობების, მონიკა ბელუჩის და ვენსან კასელის ქალიშვილი, 21 წლის დევა კასელი გუშინ პარიზში, მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში, პოდიუმზე გამოჩნდა და ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. დევამ მონაწილეობა მიიღო „ელი სააბის” ჩვენებაში, რომელიც Paris Haute Couture Week-ის ფარგლებში გაიმართა.
მოდელმა პოდიუმზე გაიარა ბრწყინვალე ოქროსფერი კაბით, ღრმა დეკოლტეთი და ფართო, შთამბეჭდავი ქვედაბოლოთი. ლუქი დახვეწილმა ვარცხნილობამ და ბუნებრივმა მაკიაჟმა დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ეს დევა კასელის პირველი პოდიუმი არ არის, მანამდე ის უკვე მონაწილეობდა ისეთი ბრენდების ჩვენებებში, როგორებიცაა Jacquemus და Max Mara.
დევა კინოეკრანებზე პოპულარულია და უკვე რამდენიმე ფილმშია გადაღებული. ერთ-ერთი პროექტის გადაღებებზე მან თავისი რჩეული, 26 წლის იტალიელი მსახიობი სოლ ნანი გაიცნო. რამდენიმე დღის წინ დევა პარიზში კიდევ ერთ გახმაურებულ ღონისძიებასაც დაესწრო, ის სტუმრის სტატუსით გამოჩნდა ჯონათან ანდერსონის სადებიუტო კოლექციის ჩვენებაზე, რომელიც მოდის სახლის – „დიორისთვის” იყო შექმნილი.
მონატრებული გოგონების შეხვედრა – დევა კასელი ტინა კუნაკთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს


