მონტენეგროს მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით სამდღიანი გლოვა გამოაცხადა ქალაქ ცეტინიეში სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.
12 აგვისტოს სროლას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. დაჭრილია ექვსი ადამიანი.
პოლიციის დირექტორმა ზორან ბრდანინმა თქვა, რომ ჯერაც არ არის ნათელი, რა იყო თავდასხმის მოტივი.
ცეტინიეს 34 წლის მკვიდრმა სანადირო თოფი ესროლა მის სახლში მცხოვრები მდგმურების ოჯახს. ამის შემდეგ შეიარაღებული მამაკაცი ქუჩაში გავიდა, კარდაკარ დაიარა და იმავე იარაღის გამოყენებით ხალხს ესროლა.