LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოოქრული ღილები და ტერფები – 61 წლის დემი მურის მოდური განაცხადი – რა ღირს მსახიობის „ლუქი“?

153
page

დემი მური მუდამ ახერხებს საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში მოხვედრას. ამჯერად 61 წლის მსახიობი BRATZ-ის პრემიერაზე გამოჩნდა. წითელ ხალიჩაზე მსახიობს თეთრი ორეული და ავანგარდული სტილის ფეხსაცმელი ამშვენებდა.

ეს გახლდათ ჯინსის ჟილეტი და შარვალი ოქროსფერი ღილებით, ორეულის ფასი 1942 ფუნტი სტერლინგია. რაც შეეხება მის ფეხსაცმელს, ეს გახლდათ 2280 ფუნტი სტერლინგის ღირებულების თეთრი კედები, ოქროსფერი დეტალებით.

შეგახსენებთ, გასულ კირას მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, ინსაიდერების ცნობით, დემი მური ჯო ჯონასს ხვდება. 61 წლის დემისა და 34 წლის ჯოს შესაძლო რომანის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც წყვილი „კანის კინოფესტივალზე“ ერთად დააფიქსირეს. მათ ერთად ივახშმეს, შემდეგ კი დემი იმ სასტუმროში შენიშნეს, რომელშიც ჯონასი გახლდათ დაბინავებული.

61 წლის დემი მური 34 წლის ჯო ჯონას გაუმიჯნურდა

ფოტო/ვიდეო: დიდებულება, გლამური და მარადიული სინორჩე – 61 წლის დემი მურის გრაციოზული გამოჩენა

დახვეწილი გემოვნების პიკი – 62 წლის დემი მურის უნაზესი გაფარფატება წითელ ხალიჩაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები