LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოპედების მძღოლებს მართვის მოწმობა დასჭირდებათ

399
moped-mopedist-olyckor-2011

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოპედების დარეგულირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს მართვის მოწმობა დასჭირდებათ. დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ტელეიმედის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ვინაიდან მოპედებზე არანაირი რეგულაცია არსებობს და მას არ სჭირდება მართვის მოწმობა, შესაძლოა საჭესთან არასრულწლოვანიც იჯდეს.

გარდა ამისა, როგორც შს მინისტრის მოადგილე ამბობს, მოპედები გადაადგილდებიან გზის ისეთ სავალ ნაწილში/ზოლში, რომელშიც არ უნდა გადაადგილდებოდნენ.

“ფაქტობრივად, რაღაც ძრავის გარკვეულ მოცულობამდე მოპედი საერთოდ არც ითვლება მექანიკურ ავტოსანტრანსპორტო საშუალებად. თუმცაღა, სამწუხაროდ, ეს სამართლებრივი სივრცე იძლევა იმის საშუალებას, რომ რაღაც გადახვევები გავკეთოთ და ქალაქში უკვე ყოველგვარი კონტროლის გარეშე დადიან ისეთი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც საკმაოდ დიდი მოცულობის ძრავი აქვთ და საკმაოდ დიდი სიჩქარის გავითარების შესაძლებლობა გააჩნიათ. შესაბამისად, ჩვენი ამოცანიაა, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, მოვახდინოთ რეგისტრაცია ამ სატრანსპორტო საშუალებების იმიტომ, რომ ისინი არიან საზაო მოძრაობის მონაწილეები”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g