2022 წლის 28 მარტიდან „AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 26 თებერვლამდე, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველად რეგისტრაციაზე საშეღავათო ფასი მოქმედებს:
? 2022 წლის 28 მარტიდან “AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება;
? 2022 წლის 27 მარტის ჩათვლით, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება როგორც საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის, ასევე დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რითაც იგი ადასტურებს ტრანსპორტზე საკუთრების უფლებას.
? 28 მარტიდან პირველადი რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.
? 2022 წლის 26 თებერვლამდე, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველად რეგისტრაციაზე მოქმედებს საშეღავათო ფასი;
? გარდა მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა, 2022 წლის 28 მარტამდე „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება ან/და რეგისტრაციიის მიზნით პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების („PTI“) ცენტრების საშუალებითაც”, – აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.