“მოქალაქეები გამოდიან, რომ მისცენ ხმა, გახადონ თავიანთი ლიდერები ანგარიშვალდებულები”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.
კელი დეგნანის განცხადებით, იმ საარჩევნო უბნებზე, რომელსაც ის დღეს აკვირდება ჯერჯერობით მშვიდი გარემოა.
„მოხარული ვარ, რომ იმ საარჩევნო უბნებზე, რომელზედაც ამ დრომდე ვიმყოფებოდი მშვიდი გარემოა, კარგად ორგანიზებულია ხმის მიცემის სივრცეები, დაცულია კოვიდთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები. იმედი მაქვს, ადამიანები მოვლენ ხმის მისაცემად პირბადეებით და გახდიან ლიდერებს ანგარიშვალდებულს. ეს არის დემოკრატიის არსი. ქართველი ხალხი არის დემოკრატიის ქვაკუთხედი,“- აღნიშნა ელჩმა.