LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეები თბილისში პოლიციელის მიერ არასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობას აპროტესტებენ

91
აქცი

ამ წუთებში მეტრო „რუსთაველთან“ შშმ პირთა აქცია სლოგანით “სოლიდარობა გვაძლიერებს”მიმდინარეობს. ისინი აპროტესტებენ ისნის მეტროში მომხდარ შემთხვევას, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა შშმ პირზე, არასრულწლოვანზე იძალადა.

როგორც აქციაზე მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, ისინი ითხოვენ დამნაშავე პოლიციელების სათანადოდ დასჯას. ამავდროულად მიმართავენ ხელისუფლებას, რომ შეიქმნას შესაბამისი კანონი, რითაც მათი უფლებების დაცვა იქნება უზრუნველყოფილი.

აქციას შეურთდნენ პოლიტიკური პარტიები “დროა” და “ხალხისთვის”. აქციის მონაწილეები აპირებენ, რომ პარლამენტის შენობამდე მსვლელობა გამართონ.

magti 5g