LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეების მიერ ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ევროპის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

116
ცისკარაულების კოშკი

მოქალაქეების მიერ ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტი ბუქარესტში კულტურული მემკვიდრეობის ევროპის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა – პროექტმა 2024 წლის ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდოს „ევროპა ნოსტრას“ გრან-პრი მოიპოვა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, აღნიშნული პროექტი, რომელიც 18 ქვეყნიდან 26 გამარჯვებულს შორის იყო დასახელებული, ბუქარესტში რუმინულ ათენეუმში დააჯილდოვეს.

„ცერემონიამ თავი მოუყარა 800-მდე პროფესიონალს, მოხალისეს, ენთუზიასტს და მხარდამჭერს მთელი ევროპიდან.

დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდა გრან-პრის ხუთი ლაურეატი და 2024 წლის ხალხის რჩეულის ნომინაციის გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ ფულად ჯილდოს 10000 ევროს ოდენობით.

ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტს გრან პრი გადაეცა კატეგორიაში – „მოქალაქეების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება“.

ცისკარაულის კოშკის აღდგენაზე სამი წლის განმავლობაში 46 ქართველი და საერთაშორისო მოქალაქე ტექნიკურ ექსპერტებთან და ტრადიციულ ხელოსნებთან ერთად მუშაობდა. პროექტმა აამაღლა ცნობიერება ქართული მემკვიდრეობის ღირებულების შესახებ ევროპულ მემკვიდრეობაში.  პროექტის წამყვანი პარტნიორი იყო ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაცია (INTO), რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს ეროვნულ ფონდთან, რაემპარტთან (REMPART) (საფრანგეთი) და ჩუდოვის კოშკის ფონდთან (პოლონეთი). პროექტი განხორციელდა კონფლიქტურ რეგიონებში მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ალიანსის (ALIPH) გრანტით“, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

🎉🎉 ვულოცავთ ცისკარაულების კოშკის აღდგენის პროექტს საქართველოში, რომელმაც 2024 წლის ევროპული კულტურული მემკვიდრეობის…

Posted by European Union in Georgia on ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g