ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების ადგილსამყოფელის მოქალაქეების მიერ სამართალდამცველებისთვის შეტყობინებას შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს.
უწყების განმარტებით პოლიციას ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდა.
სპეცოპერაციის დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“მოქალაქეების მიერ დაკავებას ან რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდებას არ ვადასტურებთ. პოლიციას ჰქონდა სავარაუდო ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია, მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად ტარდებოდა ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, რაც წარმატებით დასრულდა და მოხდა ძებნილების დაკავება. კონკრეტულად დეტალებში არ შევალ, თუ რა სტატუსის პირის მიერ მოხდა აღნიშნული პირების დაკავება, გიდასტურებთ, რომ პოლიციასაც ჰქონდა ინფორმაცია. იმისათვის, რომ გამოძიების ინტერესები არ დაზიანდეს, მოგაწოდეთ ინფორმაცია იმ მოცულობით, რაც შესაძლებელი იყო. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – განაცხადა თორნიკე მარსაგიშვილმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა.