LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეებმა თურქეთიდან შემოსული მედიკამენტების ჭარბი რაოდენობა შეიძინეს, რის გამოც დეფიციტი შეიქმნა – ეკატერინე ადამია

348
მედიკამენტები

მოსახლეობამ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჭარბი რაოდენობა შეისყიდა, რის გამოც მედიკამენტებზე დეფიციტი შეიქმნა, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირაში“  გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ეკატერინე ადამიას თქმით, კიდევ უფრო მოიმატებს თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი, შესაბამისად, დეფიციტები აღმოიფხვრება. ამასთან, დასძენს, რომ შეიძლება წერტილოვნად იყოს რაიმე პრობლემა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი გამოსწორებადია.

„ჩვენ თურქეთი აღიარებით ქვეყნების სიაში დავამატეთ. გავამარტივეთ აღიარებითი ქვეყნის რეჟიმით რეგისტრაციის მექანიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქული მედიკამენტები მარტივად შემოვა ბაზარზე. რეალურად მაქსიმალურად იზრდება მისი რაოდენობა. პირველივე კვირაში 80-მდე მედიკამენტი იყო საქართველოში, დღეს უკვე 200-ზე მეტია.

სავარაუდოდ, მოსახლეობის მხრიდან აღქმული იყო, როგორც აქცია და არა სისტემატური. მოხდა მედიკამენტების ჭარბი რაოდენობით შესყიდვა, შემდგომი მოლოდინების საპასუხოდ. ეს პროცესი უწყვეტად გაგრძელდება, კიდევ უფრო მოიმატებს თურქეთიდან იმპორტი, დეფიციტები აღმოიფხვრება და არ გვექნება. ჭარბი რაოდენობით შესყიდვა იყო.

თავიდან, ყველა იმპორტიორს რეალურად არ ჰქონდა სრულად შემოტანილი, რაც ნელ-ნელა სწორდება. შეიძლება წერტილოვნად იყოს რაიმე პრობლემა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი გამოსწორებადია“, – აღნიშნავს ადამია მედიაჰოლდინგ „კვირაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები