LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეებს შეუძლიათ „თბილისობათან” დაკავშირებული იდეებით მერიას მიმართონ

80

„თბილისობა 2016” 15-16 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღესასწაული წელს განსაკუთრებით მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს. ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი (პროექტი, იდეა, მოსაზრება, წინადადება) მერიაში 31 ივლისამდე მიიღება.

განაცხადები სადღესასწაულო ღონისძიების საერთო კონცეფციასთან შესაბამისობაში განიხილება. დაინტერესებულ პირებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ, თბილისის მერიის კანცელარიაში (შარტავას ქ. #7), კულტურის საქალაქო სამსახურის სახელზე.

როგორც მერიაში აცხადებენ, მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ თავისი აზრი დააფიქსირონ თბილისობის თემასთან დაკავშირებით.

„შარშან დანერგილი ტრადიციის თანახმად, ყოველწლიურად თბილისობა კონკრეტულ თემას ეძღვნება. შარშან დღესასწაული გარემოს დაცვასა და ეკოლოგიას მიეძღვნა. თემასთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ წინადადებები წარადგინონ თბილისის მერიაში. გარდა ამისა, მიმართონ  მერიის ან კულტურის საქალაქო სამსახურს FACEBOOK გვერდზე“ – აცხადებენ თბილისის მერიაში.

შეიქმნება კომისია, რომელიც დედაქალაქის მთავრობის წევრებით დაკომპლექტდება. კომისია, მოქალაქეების წინადადებებზე იმსჯელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g