გერმანიის ქალაქ მიუნხენში ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა, თეოლოგმა მირიან გამრეკელაშვილმა და გიორგი ხიმშიაშვილმა 20 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლა და დამდგარი შედეგები გააპროტესტეს.
მირიან გამრეკელაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც პრეზიდენტიც ჩანს, ხოლო მას და მის მეგობარს ცალ თვალზე ხელი აქვთ აფარებული.
“არაფერი პირადული, უბრალოდ ძნელია მშვიდად ისაუბრო, როდესაც ხელისუფლების მიერ თვალგამოთხრილი გოგონა, შეხვედრის ადგილიდან არც თუ ისე შორსაა ამ ქალაქშივე. ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, როდესაც მისი ქმედებები მოქალაქეებს აზიანებს. ჩვენ გვსურს ჩვენს შვილებს შეეძლოთ პროტესტი გამოთქვან და ამის გამო მათ მთავრობამ თვალები არ დათხაროს. სხვა ყველაფერზე შეიძლება კამათი.
სოლიდარობა ყველას, ვინც გულწრფელად აპროტესტებს!” – წერს მირიან გამრეკელაშვილი ფეისბუქზე.