LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფები მიმართავენ ევროკავშირს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაჩქარებული წესით დაიწყოს

52
1

ქართველი მოქმედი და ყოფილი დიპლომატები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, სახელმწიფო თანამდებობის პირები და საზოგადოების წარმომადგენლები მიმართავენ ევროკავშირს – დაჩქარებული წესით დაიწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, უკრაინის წინააღმდეგ უპრეცედენტო რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის პირდაპირი გაგრძელებაა, უკრაინასთან ერთად სასწრაფო წესით დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე:

“უპირველეს ყოვლისა, სოლიდარობას ვუცხადებთ რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლ უკრაინელ ხალხს;

გამოვხატავთ რა ქართველი ხალხის ურყევ ნებას გახდეს ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი, რომელიც დადასტურებულია რეფერენდუმის შედეგებში და ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში.

მიგვაჩნია, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება თავად გადაწყვიტოს თავისი ბედი იყოს ამა თუ იმ კავშირის წევრი. მოგმართავთ თხოვნით, შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინის წინააღმდეგ უპრეცედენტო რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის პირდაპირი გაგრძელებაა, უკრაინასთან ერთად სასწრაფო წესით დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

მოგმართავთ თხოვნით, შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინის წინააღმდეგ უპრეცედენტო რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის პირდაპირი გაგრძელებაა, უკრაინასთან ერთად სასწრაფო წესით დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე”, – აღნიშნულია მიმართვაში.

დოკუმენტი ინიცირებულია ქართული სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის (CIIC) და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) მიერ.

დოკუმენტს ხელს აწერენ:

საქართველოს პრეზიდენტები:

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი – 2013-2018;

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი – 2004-2013;

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეები:

დავით უსუფაშვილი – 2012-2016;

დავით ბაქრაძე – 2008-2012;

ნინო ბურჯანაძე – 2001-2003; 2004-2008;

აკაკი ასათიანი – 1991-1992;

საქართველოს პრემიერ-მინისტრები:

გიორგი კვირიკაშვილი – დეკემბერი 2015 – ივნისი 2018;

გრიგოლ მგალობლიშვილი – ნოემბერი 2008 – თებერვალი 2009;

ლადო გურგენიძე – ნოემბერი 2007 – ნოემბერი 2008;

ავთანდილ ჯორბენაძე 2001-2003

ნიკო ლეკიშვილი – 1995-1998;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები:

მიხეილ ჯანელიძე – დეკემებრი 2015 – ივნისი 2018;

მაია ფანჯიკიძე – ოქტომბერი 2012-ნოემბერი 2014

გრიგოლ ვაშაძე – დეკემბერი 2008 – ნოემბერი 2012;

ეკა ტყეშელაშვილი – მაისი 2008 – დეკემბერი 2008;

გელა ბეჟუაშვილი – ოქტომებრი 2005 – იანვარი 2008;

თედო ჯაფარიძე – ნოემბერი 2003 – მარტი 2004;

ირაკლი მენაღარიშვილი – დეკემბერი 1995 – ნოემბერი 2003;

გოგი ხოშტარია – ნოემბერი 1990 – აგვისტო 1991;

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრები:

ალექსი პეტრიაშვილი – ოქტომებრი 2012 – ნოემბერი 2014;

თორნიკე გორდაძე – ოქტომებრი 2012 – აგვისტო 2012;

საქართველოს ელჩები ევროკავშირში:

ნატალია საბანაძე;

სალომე სამადაშავილი;

საქართველოს სახალხო დამცველები:

უჩა ნანუაშვილი – 2012-2017;

ნინო ლომჯარია – 2017-დღემდე

გიორგი ტუღუში – 2009-2012;

საპარლამენტო პარტიები

“ლელო” – მამუკა ხაზარაძე;

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ნიკა მელია

“საქართველოსთვის” – კახა ქემოკლიძე;

“სტრატეგია აღმაშენებელი” – გიორგი ვაშაძე;

“დროა” – ელენე ხოშტარია;

“რესპუბლიკური პარტია” – ხათუნა სამნიძე;

“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი” – იაგო ხვიჩია;

“კანონი და სამართალი”- თაკო ჩარკვიანი;

“ევროპული საქართველო”- გიგა ბოკერია;

“სახელმწიფო ხალხისთვის” – ნიკა მაჭუტაძე;

“მოქალაქეები “- ალეკო ელისაშვილი;

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი – ლევან იოსელიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g