გასულ ზაფხულს, ივლისში მომხდარ ავარიაში დაშავებული გიორგი ლომინაძე კვლავ თურქეთში გაფრინდა. ის კლინიკაში რამდენიმე კვირას დაჰყოფს. სარეაბილიტაციო კურსი ბოლო არ არის, მაგრამ ერთ-ერთი გადამწყვეტია. გიორგი დღემდე ეტლით გადაადგილდება და ფეხზე წამოდგომას ვერ ახერხებს. სწორედ ამისთვისაა საჭირო რამდენიმეკვირიანი რეაბილიტაცია, რომელიც ბევრ სხვა რამესთან ერთად, ვარჯიშებსაც მოიცავს. თურქი ექიმები შეეცდებიან, მორაგბეს პირველი ნაბიჯები გადაადგმევინონ.
გიორგის ძმა, დადუ აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, როგორ ვარჯიშობს გიორგი ამ მიზნის მისაღწევად.