დღეს, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ ”საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საქმეზე განაჩენის გამოტანას, ევროპული საქართველოს წევრი, ვახტანგ კალოიანი ეხმაურება.
მისი თქმით, ამ საქმეში, როგორც მორალური, ისე ფაქტობრივი უპირატესობა საქართველოს მხარეზეა და ის დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება საქართველოსთვის სასიკეთოდ იქნება მიღებული, რადგან ფაქტები და ქართული პოზიცია ამ საქმეში საკმაოდ ძლიერია.
”დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით. სახელმწიფომ სარჩელი ჯერ კიდევ 2008 წელს შეიტანა. 2012-2013 წლებში, ქართული ოცნების ხელისუფლება არ იყო აქტიური და არ იყო მიზანმიმართულად გამარჯვებაზე ორიენტირებული. თუმცა, ფაქტები და ქართული პოზიცია იმდენად ძლიერია, რომ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთთან მიმართებაში, საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მორალური და ფაქტობრივი უპირატესობაც საქართველოს მხარეზეა ცალსახად. ქართული სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ფაქტები არის უტყუარი და მყარი. შესაბამისად, ჩვენ დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ”. – განაცხადა, კალოიანმა.