LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი – მნიშვნელოვანია, რომ ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ახალი, რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს, მითუმეტეს, იმ დროს, როდესაც განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი

161
Capture

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, უარი უთხრეს დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე – ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.

იუსტიციის მინისტრი – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე

“მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დათანხმებულიყო გადაუდებლად ყოფილი პრეზიდენტის უცხო ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

ამავე დროს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მომავალშიც უზრუნველყოფილი იყოს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება”,- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკა მელია: მოვუწოდებ პარტიის მენეჯმენტს, უარი თქვას მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებზე და გამოიჩინოს რაციონალურობა, გადადგას ქმედითი და შედეგზე ორინეტირებული ნაბიჯები!

“ეს არის პროცესი, გადავდივართ მეორე ეტაპზე” – გიული ალასანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

პოპულალურები