LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: მოვუწოდებ პარტიის მენეჯმენტს, უარი თქვას მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებზე და გამოიჩინოს რაციონალურობა, გადადგას ქმედითი და შედეგზე ორინეტირებული ნაბიჯები!

144
nika-melia_w_h

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ეხმაურება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

იუსტიციის მინისტრი – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე შუალედური ღონისძიების გამოყენებასა და მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე, საქმის არსებით განხილვამდე. სწორედ მსგავს სიტუაციაში ვითხოვდით ყველა შიდა დაპირისპირების კერის აღმოფხვრას.

ადგილობრივი თუ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების პირობებში, ვსაუბრობდი არჩევნების უადგილობასა და უდროობაზე, რომ პარტია არ ყოფილიყო გახლეჩილი და მთლიანად მოუმზადებელ, დეზორიენტირებულ მდგომარეობაში.

მოვუწოდებ პარტიის მენეჯმენტს უარი თქვას მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებზე და გამოიჩინოს რაციონალურობა; გადადგას ქმედითი და შედეგზე ორინეტირებული ნაბიჯები!“ – წერს ნიკა მელია.

სააკაშვილი: ჩემი ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის გრძელდება