LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის მინისტრი – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე

167
zG8ATs3dfsxM

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საქმეზე ევროსასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.

“დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქმეში “სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ” უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება, მისი შემოსახლების დღიდან, იყო კორექტული და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g