ჯეი ლო შობის აღსანიშნავად ვარსკვლავურ ზამთრის კურორტზე, ასპენაში გაემართა. მას თან შვილები, დედა და ახლო მეგობრები ახლავს.
არტისტი და მსახიობი 16 წლის ქალიშვილთან, ემმასთან ერთად სეირნობის დროის გადაიღეს. ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა. ჯეი ლო ქალიშვილის გამო კვლავ კრიტიკის ობიექტი გახდა.
„მორჩა შენი რომანები, ახლა დროა ემმას მიხედო“, „მიხედე შვილს“, „მამის ასლია“, „გოგოა თუ ბიჭი?“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, ჯეი ლოსა და მარკ ენტონის ქალიშვილი ჯერჯერობით გენდერულ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. ის ყოველთვის ანდროგენულ სტილში იმოსება.
„გოგოა თუ ბიჭი?“ – ჯეი ლოსა და მისი 16 წლის ქალიშვილის გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია