LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მორჩი წუწუნს, შექმენი დღესასწაული თავად” – „მარკს & სპენსერის“ საშობაო რეკლამა პესიმისტებისთვის

160
„მორჩი წუწუნს, შექმენი დღესასწაული თავად” - „მარკს ენდ სპენსერის“ საშობაო რეკლამა პესიმისტებისთვის

„მარკს ენდ სპენსერი“ ის ბრენდია, რომელიც საშობაო რეკლამაში უდიდეს ბიუჯეტს ხარჯავს. როგორც წესი, ბრენდი რამდენიმე საშობაო რეკლამას გვთავაზობს, ყველას განსხვავებული ხაზით და სხვადასხვა სახის პროდუქციის პიარისთვის.

ამჯერად პირველი საშობაო რეკლამა გამოვიდა, რომელიც ოფიციალურად საშობაო საკვებს მიეძღვნა და თემა, მოტივაცია გახდა. „მორჩი წუწუნს და შექმენი დღესასწაული თავად“, ასეთია რეკლამის სლოგანი, რომელიც ზედმიწევნით მიჰყვება რგოლის სიუჟეტს.

სიუჟეტის გმირი, საშუალო ასაკის ქალბატონია, რომელსაც ყველაფერი ეზარება. ის თოვლიან ამინდში წუწუნით ბრუნდება შინ და საკვებით სავსე ჩანთების ამოლაგებას იწყებს, როცა მოულოდნელად მასთან, სასაჩუქრე ყუთიდან ფერია ჩნდება. ის აიძულებს მთავარ გმირს, დაივიწყოს პესიმიზმი, სასწრაფოდ მოამზადოს საშობაო საჩუქარი და მოემზადოს წლის მთავარი დღესასწაულისთვის სტუმრების დასახვედრად. ასე აღმოჩნდება რეკლამის გმირი ულამაზეს კაბაში, საშობაო ნუგბარით სავსე მაგიდითა და ბოლოს, სტუმრებით გარემოცული.

რეკლამას სამმაგი დატვირთვა აქვს, კიდევ ერთხელ შეგვახსენოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საახალწლო განწყობა, გემრიელი საკვები და უახლოესი მეგობრები.

აკეთე მხოლოდ ის, რაც გიყვარს – Marks & Spencer-ის ჯადოსნური საშობაო რეკლამა გამოვიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები