LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორგოშია: არასდროს ვაქცევდი ყურადღებას დიზაინერების სექსუალურ ორიენტაციას, ამ მაისურს საჩუქრად კელი დეგნანს გავუგზავნი

159
Untitled design

პრორუსული პარტია “ალტ-ინფოს” ლიდერის, კოკა მორგოშიას გუშინდელ ჩაცმულობას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„ალტ-ინფოს“ლიდერი ცნობილი გეი დიზაინერის მაისურით ლგბტ თემის წინააღმდეგ გამოდის

მორგოშიამ პრესკონფერენციაზე “თბილისი პრაიდის” ფესტივალის წინააღმდეგ საგანგებო მობილიზება ცნობილი გეი დიზაინერის – ჯანი ვერსაჩეს მაისურით დააანონსა.

მოგვიანებით კი ჩაცმულობის შესახებ “ალტ ინფოს” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ მაისურს, 3 ივლისს აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საჩუქრად გაუგზავნის:

“არასდროს ვაქცევდი ყურადღებას დიზაინერების სექსუალურ ორიენტაციას, პირდაპირ გეტყვით, არადა ისინი მე მეძახიან ჰომოფობს, მოძალადეს და ბნელს.

ვიმოსები იმით, რაც მომწონს, ეს არის და ეს.

დიზაინერების სექსუალურ ორიენტაციაზე ხაზს უსვამს ის ხალხი, რომლებიც თავისი ჭკუით მე მარიგებენ ათასგვარი რჩევა-დარიგებებით მთელი დღის მანძილზე.

რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. რა ვიცი პირიქით, სატირალია, სასაცილო რომ არ იყოს.

ამაზე ვერაფერ კომენტარს გავაკეთებ. ერთადერთი ამ მაისურს, რომელიც დღეს იყო ტოპ თემა, 3 ივლისს გავუგზავნი ქალბატონ კელი დეგნანს, საჩუქრად. ეს პირობა შემიძლია დავდო”, –  განაცხადა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g