LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ღმერთს, რომ არსებობს ჩემი პატრიარქი.. პატრიარქო, ჩემი გული ხარ, რაზეც ოქროს ასოებით წერია „იესო“ – EU-ს დროშის დაწვის გამო დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

217
ლაშა შარუხია

ევროკავშირის დროშის დაწვის გამო დაკავებული კაცი 2 ათას ლარიანი გირაოთი გამოუშვეს. ლაშა შარუხია მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

პრორუსული პარტიის მხარდაჭერის გათავისუფლებას მცხეთაში შეკრებილი „ალტ-ინფოელები“ ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.

გათავისუფლების შემდეგ, ლაშა შარუხიამ განაცხადა, რომ მადლიერია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და იმ ადამიანების, ვინც ამ ხნის განმავლობაში მხარს უჭერდნენ.

მორგოშია: „ევროკავშირის დროშა არსად არ უნდა ეკიდოს.. მალე არსად არ ეკიდება“

„ამ აქციას უფრო მეტი საერო და სასულიერო პირი უნდა შემოუერთდეს“.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ღმერთს, რომ არსებობს ჩემი პატრიარქი. ძალიან მიყვარს ჩემი პატრიარქი, ჩემი საქართველო. პატრიარქო, ჩემი გული ხარ, რაზეც ოქროს ასოებით წერია „იესო“ და ბრწყინავს და მარადით იბრწყინებს იესოს სახელი.

რაც შეეხება ჩემს საქართველოს, გაათავისუფლეთ ცოდვებისგან, ძალიან გთხოვთ და მადლობა „ალტ-ინფოს“. – განაცხადა ლაშა შარუხიამ.

ევროკავშირის ან ნატოს სიმბოლოს შებღალვისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა დაწესდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g