LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორიელის თავისებურები, მისი დადებითი და უარყოფითი თვისებები – სოფია ბზეკალავას საავტორო გადაცემა „ასტრომაგია”

4075

მზის მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლასთან დაკავშირებით, 30 ოქტომბერს ავტორადიოს გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ სწორედ ამ ნიშნით დაბადებულ ნანიკო ხაზარაძეს უმასპინძლა და მასთან ერთად მიმოიხილა მორიელის თავისებურები, მისი  დადებითი და უარყოფითი თვისებები.

მორიელის ზოგადი მახასიათებლები 

მორიელი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ქარიზმატული, მებრძოლი და მაქსიმალისტი ზოდიაქოს ნიშანია, რომლისთვისაც არ არსებობს ოქროს შუალედი. მართალია, ხშირად ეცემა, მაგრამ რეგენერაციის საოცარი უნარის წყალობით, არასდროს უჭირს ფეხზე დადგომა.

თუ თვითგანადგურებისკენ მიდრეკილ მორიელში ნეგატიური თვისებები ჭარბობს, ის არა მხოლოდ გარშემომყოფთათვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც საშიშია, თუმცა საკუთარი ხასიათის სიღრმისეული შესწავლით, ყოველთვის შეუძლია დესტრუქციული ბუნების სხვათა სასარგებლოდ გარდაქმნა.

დამანგრეველი პლანეტა პლუტონის მიერ მმართულ მორიელს ყოველთვის ბევრი უსიამოვნება აქვს, რადგან არ შეუძლია მშვიდად ცხოვრება, მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გრძნობს თავს კომფორტულად, ზედმეტი სტაბილურობა კი, დეპრესიულად განაწყობს.

აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, ფსიქოლოგი და ექსტრასენსი იბადება ზოდიაქოს ამ ნიშნით, რადგან არაჩვეულებრივ მანიპულატორს ყოველთვის კარგად გამოსდის მასების მართვა. სხვათაშორის, მორიელს შესანიშნავი ინტუიცია აქვს, თუმცა ბუნებით მაზოხისტი, რომელსაც პოზიტიური ხედვა აკლია, უსიამოვნებას ბევრად უკეთ „წინასწარმეტყველებს“, ვიდრე სასიამოვნოს, თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი თაღლითის ამოცნობა და ბრწყინვალე ყნოსვა აქვს სიცრუეზე.

მორიელმა, რომელსაც უკიდურესობაში გადავარდნა ახასიათებს და ან ძალიან უყვარს ადამიანი, ან პირიქით – საშინლად სძულს, აუცილებლად უნდა ისწავლოს საკუთარი დესტრუქციული ენერგიის ეფქტურად გამოყენება. საუკეთესო გამოსავალი – სხვათა პრობლემებზე ზრუნვაა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებს ის მოჭარბებული ენერგიის გაცემას, დაკმაყოფილებას და საკუთარი ბედნიერების პოვნას.

მართალია, გასული წლის ოქტომბერში დადებითი ენერგეტიკის მატარებელი, წარმატების და ბედნიერების მომტანი პლანეტა იუპიტერი მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა, მაგრამ იუპიტერი არასდროს იყო მორიელის „მშობლიური“ პლანეტა, ამიტომ პოზიტიურთან ერთად ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი ნეგატივიც გაამრავლა და საკმაოდ არასასიამოვნოდ „წარმოაჩინა“ საკუთარი თავი, უამრავი სიბინძურე ამოატივტივა და ნოემბრის ბოლომდე კიდევ ერთხელ მოიქნევს კუდს.

(ვრცლად…აუდიოჩანაწერი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g