LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორიგი რუსული დოპინგ-სკანდალი: ფიფა რუსეთს გამოიძიებს

96

რუსი ფეხბურთელები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მსვლელობისას დოპინგის მიღებას გეგმავდნენ, – ამტკიცებს ბრიტანული გაზეთი Daily Mail.

რუსული მხარე ტურნირის დროს ფეხბურთელთა სინჯების შეცვლას აპირებდა, რათა მათ დაუსჯელათ გამოეყენებინათ აკრძალული პრეპარატები. აღნიშნავენ, რომ ამის შესახებ ცნობილი გახდა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილ ხელმძღვანელ გრიგორ როდჩენკოვთან დაახლოებული წყაროებიდან.

ფიფა გამოძიების ჩატარებას გეგმავს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, რუსეთის ნაკრებმა ტურნირის დაწყებამდე შესაძლოა, რამდენიმე მოთამაშე დაკარგოს ან გუნდი საერთოდ მოიხსნას ჩემპიონატიდან.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის 43-მა რუსმა მონაწილემ სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღო დოპინგის გამოყენებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g