საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 94% ფიქრობს, რომ რუსეთის აგრესია გრძელდება ან გაგრძელდება.
შეკითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ დასრულდა თუ კიდევ გრძელდება, პასუხები ასე გამოიყურება:
- დასრულდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ განახლდება – 4%
- დასრულდა, მაგრამ, სავარაუდოდ, განახლდება – 18%
- ჯერ კიდევ გრძელდება – 76%
- არ ვიცი/უარი პასუხზე – 2%
ამავე კვლევით გამოკითხულთა 89% ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს ასახელებს, 11% თურქეთს, ხოლო 6% აშშ-ს.
IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.