LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ რეჟიმს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების მშვიდობიანი დათმობა: ბოკერია

53
გიგა ბოკერია

“საზოგადოების ხელშია ყველაფერი. თუ ჩვენ ამ არჩევნებზე აქტიურები ვიქნებით, ჩვენ ნებას გამოვხატავთ, ამ რეჟიმს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების მშვიდობიანი დათმობა.” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიამ “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” მიერ გუშინ წარგენილი კვლევის შედეგებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მას სრულიად ენდობა:

“საზოგადოების ხელშია ყველაფერი. თუ ჩვენ ამ არჩევნებზე აქტიურები ვიქნებით, ამ ჩვენ ნებას გამოვხატავთ, ამ რეჟიმს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების მშვიდობიანი დათმობა. ეს აუცილებელი პირობაა, რომ შემდეგ რეალური რეფორმები განხორციელდეს. ამისთვის საჭიროა საკვანძო ქალაქებში და რაიონებში მათი დამარცხება, ეს ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, “ევროპული საქართველოს” ყველა ინიციატივა სწორედ ამ ამოცანისკენ არის მიმართული.

სრულიად ვენდობი, კვლევები ზუსტ პროცენტებს ვერ გეუბნება. არის მესამედი, რომელიც არ იძახის პასუხს, არის ცდომილება, ოღონდ გაძლევს საერთო სურათს. როდესაც მმართველი პარტია ხარ და ეს მონაცემი გაქვს, რომელიც ცდომილების მიღმაა, ქვეყნის მიმართულების პასუხთან ერთად, სადაც უზარმაზარი პროცენტია უარყოფითი, რა თქმა უნდა, ეს მათთვის საგანგაშო და საზოგადოების ბუნებრივი რეაქციაა. ეს არაფრის გარანტია არ არის, თუ ჩვენ ყველამ ერთად პოლიტიკურმა პარტიებმა, მოქალაქეებმა არ გამოვხატეთ ნება ამ არჩევნებზე.” – ამბობს ბოკერია.

გიგა ბოკერიამ შეაფასა პრემიერ-მინისტრის განცხადებაც – რომლის მიხედვითაც, IRI-ს დაკვეთილი კვლევები არანაირ ნდობას არ იმსახურებს.  ბოკერიამ თქვა, რომ “ეს არის ბოდვა, რომელიც უსასრულოდ გაგრძელდება მათი მხრიდან და ყურადღებაც კი არ უნდა მიაქციონ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები