საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს – ამის შესახებ საუბარია „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევაში.
NDI-ს კითხვაზე, მიიჩნევენ თუ არა თავს დასაქმებულად? (ნახევარი ან სრული განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული) – გამოკითხული მოსახლეობის 41% მიიჩნევს, რომ დასაქმებულია, ხოლო 59% ამბობს, რომ დასაქმებული არ არის.
თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 46% ამბობს, რომ დასაქმებულია, 54% – თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. ამავე კვლევის მიხედვით, დიდ ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის 50% ამბობს, რომ დასაქმებული არ არის, მეორე 50% დასაქმებულია. პატარა ქალაქებში 49%- დასაქმებულია, 51%- დასაქმებული არ არის; სოფლებში 33% დასაქმებულია, 67% დასაქმებული არ არის.
ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი, ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.
