LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსალოდნელი იყო, რომ გახარიას მიერ გადაწყვეტილებებიდან თავის არიდება გაგრძელდებოდა გუნდში მისი რეკომენდაციით მოხვედრილებზე: ქადაგიშვილი

78
ირაკლი ქადაგიშვილი

“მოსალოდნელი იყო, რომ მის მიერ გადაწყვეტილებებიდან თავის არიდება გაგრძელდებოდა იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ გუნდში მისი პირადი რეკომენდაციით მოხვდნენ.” – 6 დეპუტატის მიერ “ქართული ოცნების” დატოვებას ეხმიანება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და ამბობს, რომ ეს ნაბიჯი მათი მხრიდან პროგნოზირებადიც იყო.

ქადაგიშვილის თქმით, გიორგი გახარია და მასთან ერთად “ოცნებიდან” წასული დეპუტატები მონაწილეები იყვნენ იმ წარმატებების თუ პრობლემების, რომლებიც პარტიას ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ახლდა:

“სამწუხაროა ის არათანმიმდევრულობა, რომელიც გიორგი გახარიამ გადწყვეტილების მიღების და გუნდის ერთიანი საქმიანობის დროს გამოიჩინა. მოსალოდნელი იყო, რომ მის მიერ გადაწყვეტილებებიდან თავის არიდება გაგრძელდებოდა იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ გუნდში მისი პირადი რეკომენდაციით მოხვდნენ. შესაბამისად, ეს ნაბიჯი მათი მხრიდან პროგნოზირებადიც იყო.

ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება, რა პოლიტიკურ პლატფორმაზე დადგებიან, თუმცა ერთი რამეც უნდა ითქვას, გიორგი გახარია და ეს ადამიანები მონაწილე იყვნენ იმ წარმატებების თუ პრობლემებისა, რომლებიც “ქართულ ოცნებას” მუშაობაში ახლდა ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში. ისინი თანაზიარი უნდა იყვნენ იმ ყველაფრის, რაც “ქართული ოცნების” მიერ კეთდებოდა. ვნახოთ, მათი პოზიცია როგორი იქნება. ჩვენი პოზიციები პარლამენტში არის საკმაოდ მყარი, ხელისუფლებას მყარი უმრავლესობა აქვს და ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი დღის წესრიგით მუშაობას.” – თქვა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის დეპუტატებმა, “ქართული ოცნების“”ექვსმა წევრმა პარტია დატოვეს და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდნენ.

პარტია დატოვეს გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ.

ამავე თემაზე:

“დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპს ვიწყებთ” – 6 დეპუტატი, რომლებმაც “ოცნება” დატოვეს

სასიამოვნო ნამდვილად არ არის ექვსი დეპუტატის გასვლა, თუმცა ამით უმრავლესობას საფრთხე და პრობლემა არ ექმნება: ნიკოლოზ სამხარაძე

“20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო რომ აგინებდა პარტიამ დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა…” – “ოცნების” დეპუტატი გახარიაზე

გახარიას ქმნიან პოლიტიკურ ლიდერად, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ კრიზისს და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები – ჭიჭინაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g