LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსალოდნელია, რომ რუსეთი კვლავ გააგრძელებს ჰიბრიდულ მოქმედებებს, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პროცესს, კიბერშეტევებს, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოში: თავდაცვის მინისტრი

49
ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, „მოსალოდნელია, რომ რუსეთი კვლავ გააგრძელებს ჰიბრიდულ მოქმედებებს, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პროცესს, კიბერშეტევებს, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოში ეროვნული თანხმობის შერყევისა და საზოგადოებაში არსებული პროდასავლური კურსის დისკრედიტაციის მიზნით“.

თავდაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ „რუსეთი შეეცდება შეასუსტოს აშშ-ს, ნატო-სა და ევროკავშირის როლი და გავლენა გლობალურ პოლიტიკაში“.

„ჩვენი ანალიზით, ლოკალური უსაფრთხოების ძირითად გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა. ასევე, სამხედრო აგრესიის შემთხვევაში უსაფრთხოების ფორმალური საერთაშორისო გარანტიების არარსებობა. მოსალოდნელია, რომ რუსეთი კვლავ გააგრძელებს ჰიბრიდულ მოქმედებებს, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პროცესს, კიბერშეტევებს, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოში ეროვნული თანხმობის შერყევისა და საზოგადოებაში არსებული პროდასავლური კურსის დისკრედიტაციის მიზნით.

ასევე, რეგიონალური უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევაა რუსეთის მცდელობები დააბრუნოს მეზობლები და მათ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნები საკუთარ პოლიტიკურ ორბიტაზე ან სულ მცირე, აღკვეთოს მათი დასავლეთთან ინტეგრაცია. გასათვალისწინებელია რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები და მცდელობები შეინარჩუნოს სამხედრო უპირატესობა რეგიონში“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები