LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, NATO-ში ელჩად მის კანდიდატურას პრეზიდენტი ხელს არ აწერს

149
ჯუანშერ ბურჭულაძე და სალომე ზურაბიშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი NATO-ში ელჩად მისი კანდიდატურის წარდგენას, ხელს არ აწერს.

როგორც მან „მთავარ არხს” უთხრა, იგი მზადაა, ქვეყანას დიპლომატიაში კიდევ ერთხელ ესახუროს:

„პრეზიდენტი არ აწერს ხელს წარდგენილ ელჩებს საგარეოს მიერ, თუმცა გეგმები არ შეცვლილა. მე მზად ვარ, რომ დიპლომატიაში კიდევ ერთხელ ვემსახურო ჩვენს ქვეყანას.

მე როგორც ვიცი საგარეო აღარ წარადგენს, იმიტომ, რომ პრეზიდენტი წარდგენილი ელჩების კანდიდატურებს ხელს არ აწერს და შესაბამისად, აღარ წარადგენენ.

ზოგადად, მანამდეც ძალიან იწელებოდა და ამ ბოლოს დროს საერთოდ აღარ აწერს ელჩებს ხელს”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

პაპუაშვილი: „ზურაბიშვილი კონსტიტუციას ვერ კითხულობს და ჰგონია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელია – წახალისებულია კონსტიტუციის დარღვევაში, ვინაიდან აქვს უცხო ძალებისა და „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა“

„დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი განგრძობითად ერთად არღვევენ კონსტიტუციას იმით, რომ ის კვლავ არის იმ პოზიციაზე, სადაც არის.“

როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, აქვს კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და არის მსჯელობა მისი კანდიდატურის სხვა ქვეყნის ელჩად წარდგენაზეც, თუმცა ის არ ასახელებს რომელ ქვეყანაზეა საუბარი.

„კომუნიკაცია მაქვს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჩვენ განვიხილავთ ასევე სხვა ქვეყანაში ელჩობასაც და მე ჩემს რესურსს გამოვიყენებ მაქსიმალურად, რომ ურთიერთობები გავაღრმაო პარტნიორებთან”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მოგვიანებით მან ამავე თემაზე კომენტარი „ტვ პირველთანაც“ გააკეთა და უარყო, რომ სალომე ზურაბიშვილმა მის ელჩად დანიშნავს ხელი არ მოაწერა.

როგორც ექსმინისტრმა აღნიშნა, პრეზიდენტთან მისი კანდიდატურა საერთოდ არ არის გადაგზავნილი:

მე არ მბლოკავს სალომე ზურაბიშვილი. არ გაგზავნილა ქალბატონ ზურაბიშვილთან ჩემი კანდიდატურა. იმიტომ, რომ, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, არჩევნებამდე არ გაიგზავნება კანდიდატურები.

არ გადაუფიქრებიათ ჩემი კანდიდატურა. პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ მქონია, იმიტომ, რომ პრეზიდენტთან მას შემდეგ უნდა გქონდეს კომუნიკაცია, რაც გადაიგზავნება“. – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.