LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – როგორი ამინდი იქნება 6-7 ივლისს

346
ამინდი უარესდება

6 ივლისის დღის ბოლოდან 7 ივლისის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები