LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოსამართლე პროკურორს თვალებში შესციცინებს, შენიშვნა მივეცი და გამომაძევეს” – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის მამა

104
BeFunky-collage (25)

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამა დღეს სასამართლო დარბაზიდან გამოაგდეს. როგორც თამაზ ხომასურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიზეზი მოსამართლეს მიმართ მიცემული შენიშვნა იყო.

„მოსამართლე პროკურორს თვალებში შესციცინებს. როცა საუბრობს ადვოკატი, არ უსმენს, facebook-შია შესული, ემესიჯება ვიღაცეებს. ვეღარ მოვითმინე, მივეცი შენიშვნა მოსამართლეს, ქალბატონო ზრდილობის გამო მოუსმინე ადვოკატს-თქო და გამომაძევეს დარბაზიდან“ – განაცხადა არასრულწლოვნის მამამ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11-ვე ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. საქმეზე სულ 17 პირია დაკავებულ. იმის გამო, რომ ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაკავებული 17 პირიდან არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, სასამართლო დღეს მხოლოდ 6 არასრულწლოვანის საკითხზე მსჯელობს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ორი ახალი ექსპერტი ჩაერთვება

გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g