LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11-ვე ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

422
BeFunky-collage (2)

მცხეთის სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11-ვე ბრალდებული  წინასწარ პატიმრობაში დატოვა. განაჩენი მოსამართლე მაია ოშხარელმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ბრალდების მხარე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა.

“დასრულდა ისე, როგორც თავიდან ვთქვი, დატოვა ძალაში პატიმრობა სასამართლომ, არც ის ინება, რომ გასულიყო სათათბირო ოთახში, ადგილზევე მიიღო გადაწყვეტილება, არც ის განიხილა, რომ 11-დან შესაძლოა სხვადასხვა ყოფილიყო ბრალეულობა” – განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ირაკლი წაქაძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ის აგარაკზე მომხდარი დაპირისპირებებიდან პირველი ეპიზოდის მონაწილეა. საბა გოგშელიძე და საბა ჩხარტიშვილი დუმილის უფლებას იყენებენ, ხოლო ნარეკვავზე მომხდარი ტრაგედიის კიდევ 8 მონაწილე დანაშაულს არ აღიარებს.

გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

ცნობისთვის, იმის გამო, რომ ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაკავებული 17 პირიდან არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, დღეს მხოლოდ სრულწლოვანი პირების აღკვეთის საკითხზე იმსჯელეს. დაკავებული 17 პირიდან არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. სხდომა 31 ივლისს ჩატარდება.

“მინდორში ვეძებეთ, ბიჭო…ხო არ დაბრიდესმეთქი, პირდაპირ ბიტებს გვირტყამდნენ”- ახალი ჩვენებები შაქარაშვილის საქმეში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g